თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს.
გაიოზ თალაკვაძემ "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის N49-97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია.
მისი თქმით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება 2025 წლის 1 იანვრისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების გამოყენების და მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით, კერძოდ: იზრდება მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობა დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად 38,6 ათასი ლარით ხოლო მცირდება სხვა შემოსავლების ნაწილში სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები - 38,6 ათასი ლარით.
შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა სულ 209 684,9 ათასი ლარით და 2 192,862.9 ათას ლარს შეადგენს.
გაიოზ თალაკვაძემ კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების, შემოსავლების კვარტალური გადანაწილების და ნაშთის ცვლილების საკითხიც გააცნო.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა სერგო ბირკაძემ კომისიის სხდომაზე დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვისა ფორმით პრივატიზების, ასევე გაცვლის და იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაცემის შეთანხმების თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია.
დღესვე სერგო ბირკაძე, თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ შორის 2024 წლის 19 აპრილს გაფორმებული „უძრავი ქონების გაცვლის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ გათავისუფლების საკითხის შეთანხმების თაობაზე ისაუბრა.
ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების თაობაზე კომისიის წევრები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.