თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს საბურთალოს რაიონში 26 მაისის მოედანთან არსებული უსახელო სკვერისთვის სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის აკაკი ჩხენკელის სახელის მინიჭების საკითხს, ასევე საბურთალოს რაიონში, მერაბ ალექსიძის III შესახვევისთვის ისტორიკოსის, ფილოლოგ ზაზა ალექსიძის ქუჩის სახელის მინიჭებას. საბურთალოს რაიონშივე, სოფელ დიღომში, დავით ბატონიშვილის ქუჩა გაგრძელდება და ქუჩასთან არსებულ ორ უსახელო შესახვევს დავით ბატონიშვილის I და II შესახვევის სახელი ეწოდება.
რამდენიმე ქუჩის სახელდება მოხდება ვაკის რაიონში. დაბა წყნეთში, მაია წყნეთელის II ჩიხს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების, მამა-შვილის ზურაბ და მამუკა ბეროძეების სახელი, დიმიტრი ამილახვრის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერს კი აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ნოდარ (ვეფხო) მათიაშვილი მიენიჭება. ასევე ვაკის რაიონში, თხინვალას დასახლებაში, სოლომონ ავალიანის ქუჩასთან არსებულ უსახელო ქუჩას და მასთან მდებარე ერთ გასასვლელს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ემზარ გელანტიას სახელი ეწოდება. ვაკის რაიონში, ელიზბარ მინდელის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერს, საქართველოს სახალხო არტისტის, მუსიკოსის, ომარ კელაპტრიშვილის სახელი მიენიჭება.
აღნიშნული საკითხების გარდა, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა განიხილეს ნაძალადევის რაიონში აკადემიკოს ალბერტ თავხელიძის ქუჩის სახელდების, გლდანის რაიონში გრიგოლ ხანძთელის ქუჩის სახელდების, დიდუბის რაიონში, ქორეოგრაფის, საქართველოს სახალხო არტისტის რევაზ ჭოხონელიძის ქუჩის სახელდების საკითხები. კომისიის გადაწყვეტილებით, ვაგზლის მოედანს სადგურის მოედნის სახელი მიენიჭება.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
დეკემბერი 13,2024საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024