თბილისის საკრებულოში, რევაზ სოხაძის ხელმძღვანელობით, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა, გაიოზ თალაკვაძემ დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარადგინა. როგორც გაიოზ თალაკვაძემ განაცხადა, ცვლილებების თანახმად, ბიუჯეტის მოცულობა 209 684,9 ათასი ლარით იზრდება და 2 192,862.9 ათას ლარს შეადგენს.
დღესვე კომისიის წევრებმა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურისა და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ იმსჯელეს.
ამას გარდა, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების საკითხები შეათანხმეს. დეპუტატებმა სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს.
დღევანდელ სხდომაზე, კომისიის წევრებმა თბილისის საკრებულოს რამდენიმე დადგენილებაში შესატან ცვლილებებზეც იმსჯელეს.
ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.