თბილისის საკრებულოში შპს „ჰუაჰაი ჩინური ტექსტილის საბითუმო ცენტრსა" და ააიპ „ახალი ნაბიჯებს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრი თათია ჩახვაშვილი დაესწრნენ.
როგორც თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, მსგავსი აქტივობების ხელშეწყობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია თბილისის საკრებულოსთვის. მისივე განცხადებით, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს შპს „ჰუაჰაი ჩინური ტექსტილის საბითუმო ცენტრის" დირექტორმა ვეიგანგ სუემ და ააი „ახალი ნაბიჯების" გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ქუმსიაშვილმა. მემორანდუმის თანახმად, შპს „ჰუაჰაი ჩინური ტექსტილის საბითუმო ცენტრი" ააი „ახალი ნაბიჯებს" 6-18 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბენეფიციარებისთვის საყოფაცხოვრებო საჭიროების ნივთებს და საკვებ პროდუქტებს გადასცემს.
მემორანდუმში აღნიშნულია, რომ მხარეების მზად არიან მომავალშიც ითანამშრომლონ.