თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ასევე განათლებისა და კულტურის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები გურამ ოქროპირიძე და კახაბერ ლაბუჩიძე უძღვებოდნენ.
სხდომაზე თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს მოუსმინეს.
ლევან მიქავამ კომისიის წევრებს დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2023 წლის 15 დეკემბრის N33-89 დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებები წარუდგინა, რომლის თანახმად, ბიუჯეტის მოცულობა ჯამურად იზრდება 48 456,0 ათასი ლარით და შეადგენს 2 058 335,6 ათას ლარს.
ასიგნებები სხვადასხვა პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე გადანაწილდა. ხელოვნების ძეგლებისა და პანთეონების მოვლა პატრონობისთვის ბიუჯეტი იზრდება - 100,0 ათასი ლარით, კულტურის დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების ღონისძიებებისთვის - 200,0 ათასი ლარით, სპორტული ღონისძიებები - 650, 0 ათასი ლარით, ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა - 300, 0 ათასი ლარით.
კომისიების წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირეს.