თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები წარადგინა.
კომისიის წევრებმა თბილისში, რამდენიმე ქუჩის და სკვერის სახელდების საკითხები განიხილეს. მთაწმინდის რაიონში, სოლომონ ზალდასტანიშვილის შესახვევს და გასასვლელს მომღერლის თამაზ სეფერთელაძის სახელი მიენიჭება. საბურთალოს რაიონში, მერაბ ალექსიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერი მსახიობის ლიკა ქავთარაძის სახელობის იქნება. სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩას, მასთან არსებულ ორ ჩიხს და უსახელო სკვერს სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის იასონ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭება.
აღნიშნული საკითხების გარდა, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა საბურთალოს, კრწანისის, გლდანის, დიდუბის და ჩუღურეთის რაიონებში რამდენი ქუჩის სახელდების საკითხები განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
სექტემბერი 24,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
სექტემბერი 03,2024