სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა, საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა და უმრავლესობის წევრებმა, აფხაზეთში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, 27 სექტემბერი უმძიმესი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში.
„სოხუმის დაცემის დღე ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს არის ქართველების და აფხაზების ერთობლივი ტრაგედია, რომელსაც ათასობით მებრძოლთან ერთად მშვიდობიანი მოქალაქეებიც შეეწირნენ. ამ ომს გამარჯვებული არ ჰყოლია. მჯერა, ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და მშვიდობიანი გზით აღვადგენთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,"- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
სოხუმის დაცემის დღიდან 31 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა, ათასობით ქართველი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა.
გიორგი ტყემალაძემ კახა კალაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად ვაკის რაიონში, ირაკლი ციციშვილის სახელობის პარკი დაათვალიერა
სექტემბერი 29,2024გიორგი ტყემალაძემ დედაენის ბაღში ლუდის ფესტივალის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
სექტემბერი 28,2024საკრებულოს წევრებმა ,,საქართველოს სტუდენტური ასოციაციის“ პროექტის „მომავალ ლიდერთა აკადემიის“ ახლგაზრდა წევრებს უმასპინძლეს
სექტემბერი 27,2024