თბილისის საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში, ასიგნებების კვარტალური გადანაწილების საკითხი განიხილეს.
სხდომაზე ინფორმაცია ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარმოადგინა.
აღნიშნულ საკითხს კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს.