თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატის, გივი ჩხარტიშვილისა და კომპანია Green Day-ს ინიციატივით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით დიღმის ტყე პარკში 80 ძირი ჰორიზონტალური კვიპაროსი დაირგო. ღონისძიების ფარგლებში ასევე დასუფთავდა დიღმის ტყე-პარკის ტერიტორია.
გარემოსდაცვით აქტივობებში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს წევრი ლევან არველაძე, დიდუბის გამგებელი ლადო ძნელაძე, თბილისის მერიის გარემოს დაცვისა და დასუფთავების სამსახურის სერვისის თანამშრომლები, ასევე კომპანია ანაგის და ვაკის ხორცპროდუქტების ქარხნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
როგორც დიდუბის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჩხარტიშვილმა აღნიშნა, დედაქალაქის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს გამწვანება და თბილისში მეტი რეკრეაციული სივრცის უზრუნველყოფით ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი გარემოს შექმნა წარმოადგენს.
ვაზისუბანში საერთაშორისო სტანდარტების ახლადაშენებული საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა
ოქტომბერი 01,2024გიორგი ტყემალაძემ კახა კალაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად ვაკის რაიონში, ირაკლი ციციშვილის სახელობის პარკი დაათვალიერა
სექტემბერი 29,2024კრწანისში „ილია პაჭკორიას სახელობის რაიონული ტურნირი მინიფეხბურთში-2024“ გაიმართა
სექტემბერი 26,2024