თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. საკითხები კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ წარადგინა.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა განიხილეს ნაძალადევის რაიონში მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ელგუჯა რუხაიას სახელის მინიჭების საკითხი.
მთაწმინდის რაიონში, კიკეთში არსებულ უსახელო ქუჩას და ერთ შესახვევს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის სამსონ დადიანის სახელი მიენიჭება.
ისნის რაიონში მდებარე უსახელო ქუჩას მეცნიერისა და მთარგმნელის გივი გაჩეჩილაძის სახელი დაერქმევა.
ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ე.წ. თბილისი არენას ცნობილი კალათბურთელების ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლის სახელი მიენიჭება.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე რამდენიმე ქუჩის გაგრძელების საკითხი განიხილეს. კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
სექტემბერი 03,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
აგვისტო 09,2024ისნის რაიონში საქართველოს ეროვნული გმირის, ალექსანდრე ონიანის, სახელობის ქუჩა გაიხსნა
აგვისტო 08,2024