თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე, კრწანისის რაიონში „ილია პაჭკორიას სახელობის რაიონულ ტურნირს მინიფეხბურთში-2024"-ის დასკვნით ღონისძიებას დაესწრო .
ტურნირი კრწანისის რაიონის ორგანიზებით გაიმართა. თამაშები კრწანისის რაიონში მდებარე ღია სპორტულ მოედნებზე იმართებოდა, სადაც მონაწილეობას 17 წლის ასაკის ზემოთ მსურველები იღებდნენ.
როგორც კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან ჯაფარიძემ აღნიშნა, დედაქალაქის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა წარმოადგენს.
საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს, მედლებთან, დიპლომებთან და ბურთებთან ერთად, სავაჭრო ცენტრის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ. გამარჯვებულები კრწანისის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ლევან ჯაფარიძესთან ერთად პარკამენტის წევრმა დავით კაჭარავამ და კრწანისის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დააჯილდოვეს.
გიორგი ტყემალაძემ კახა კალაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად ვაკის რაიონში, ირაკლი ციციშვილის სახელობის პარკი დაათვალიერა
სექტემბერი 29,2024თბილისში ახლად რეაბილიტირებული N2 საბავშვო ბაღი გაიხსნა
სექტემბერი 23,2024თინათინ ნიბლოშვილმა და ირაკლი ხელაძემ 190-ე სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს
სექტემბერი 16,2024