თბილისის საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომლსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეს მოუსმინეს.
თათია ბარაქაძემ კომისიის წევრებს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვისა ფორმით პრივატიზების, ასევე პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის შეთანხმების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
მანვე სხდომაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით - სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ შორის 2024 წლის 19 აპრილს გაფორმებული „უძრავი ქონების გაცვლის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის საკითხის შეთანხმების თაობაზე ისაუბრა.
ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე განხილული საკითხების თაობაზე დეპუტატების საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.