თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ზურაბ ჩიკვილაძემ საზოგადოებას წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
ზურაბ ჩიკვილაძე ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარის წარმომადგენლობაში გამართულ ანგარიშის წარდგენაზე დამსწრე საზოგადოებას, როგორც საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ასევე ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრის რანგში გაწეული საქმიანობის შესახებ ესაუბრა.
საუბრისას, ზურაბ ჩიკვილაძემ ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებულ 38 პროგრამა-ქვეპროგრამაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის ბიუჯეტი 162 მლნ 881 100 ათას ლარს შეადგენს.
მან ასევე ისაუბრა თბილისის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის მიერ ორგანიზებულ კომისიის სხდომებზე და განხილულ საკითხებზე, რომლებზეც შესაბამისი ოქმები და დასკვნები მომზადდა. ანგარიშში ცალკე ადგილი დაეთმო, საანგარიშო პერიოდში ჩატარებული კომისიის სხდომებზე მიღებულ დადგენილებებსა და განკარგულებებს.
გარდა ამისა, ანგარიშის წარდგენისას ზურაბ ჩიკვილაძემ განსაკუთრებული ადგილი დაუთმო ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით გამართულ არაერთ აქტივობას. კერძოდ, კომისიის ინიციატივით გამართულ მნიშვნელოვან საერთაშორისო შეხვედრებს და შედეგად წარმოქმნილი თანამშრომლობის შედეგებს, რომლებიც ძირითადად სპეციალური საჭიროების მქონე ბენეფიციარებს ეხებოდა.
საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი წევრის მიერ გაწეულ საქმიანობაზე საუბრისას, ზურაბ ჩიკვილაძემ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ, კეთილმოწყობის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების და სხვა პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.
ანგარიშის წარდგენას მოქალაქეები ესწრებოდნენ.