თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე პირველ მოადგილესთან, გიორგი ახვლედიანთან, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან და საკრებულოს წევრ გივი ჩხარტიშვილთან ერთად დედაქალაქის საკრებულოსა და „მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სტამბულს ეწვია.
ორდღიანი ვიზიტი სტამბულში თურქული მხარის ინიციატივით გაიმართა.
საკრებულოს დელეგაციამ შემდგომი ურთიერთთანამშრომლობისა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის მიზნით საქმიანი მოლაპარაკებები და შეხვედრები გაიმართა ,,მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფის“ დამფუძნებელსა და საბჭოს წევრთან, ბერქ ბოზკურტთან, საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორ ბურაქ ქოსესთან, აგრეთვე საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელ მეჰმეტ ფათიჰ თურანთან.
ვიზიტის ფარგლებში საკრებულოს დელეგაცია „მედიკანა ათაქოის“ გენერალურ დირექტორს, ერდალ იბანოღლუსაც, შეხვდა და კლინიკები „ზინჯირლი ქუიო“ და „მედიკანა ათაქოისი“ მოინახულა.
საკრებულოს დელეგაცია ფენერბახჩეს უნივერსიტეტსაც ეწვია, სადაც ფენერბახჩეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა და ათაშეჰირის MBA კოლეჯში შეხვედრა გამართა.
ვაკის რაიონში კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია განხორციელდა
ივლისი 04,2024საკრებულოს წევრები და ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის წევრები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ
ივლისი 03,2024თბილისში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს
ივლისი 02,2024