თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე მოქალაქეებს შეხვდა, მათ პრობლემებს გაეცნო და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობას შესაბამისი დახმარება გაუწია.
მოქალაქეებს, მათ წინაშე არსებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, თუ სხვა ყოფითი გამოწვევების დაძლევის კუთხით, ადგილზე გაეწიათ კონსულტაცია. ამასთან, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარის სახელზე შემოსული განცხადებების საფუძველზე მომზადდა შუამდგომლობები, რომლებიც შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის სამსახურებს გაეგზავნება.
ზურაბ აბაშიძე მოსახლეობის ტრადიციულ მიღებას სისტემატურად მართავს. მოქალაქეებს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტართან შეხვედრა ყოველ ოთხშაბათს შეუძლიათ.
გიორგი ტყემალაძემ წყნეთის გზატკეცილის მიმდებარედ ფერდის გამაგრების სამუშაოები დაათვალიერა
იანვარი 30,2025ნუცუბიძის I მ/რ-ის N9-10 კორპუსების მიმდებარედ სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
იანვარი 21,2025გიორგი ტყემალაძემ წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დეკემბერი 31,2024