თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში არსებული რამდენიმე უსახელო ქუჩის სახელდების საკითხზე იმსჯელეს.
კომისიის სხდომაზე დადებითი რეკომენდაცია მიეცა ისნის რაიონში, ნიკო მუსხელიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, არჩილ სირბილაშვილის სახელის მინიჭებას. კომისიის წევრებმა, ასევე დადებითად შეაფასეს გლდანის რაიონში, ავჭალის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, მასთან არსებული ჩიხისთვის და გადასასვლელისთვის მეცნიერის, აკადემიკოს - ცოტნე მირცხულავას, სამგორის რაიონში, გიორგი ოდიშელიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ფარმაკოლოგის, აკადემიკოს - გიორგი თურმანაულის, ვაკის რაიონში, ფერმწერთა ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მათემატიკოსის, აკადემიკოს - ანდრო ბიწაძის სახელების მინიჭების საკითხები. გარდა ამისა, დადებითი რეკომენდაცია მიეცა საბურთალოს რაიონში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის გაგძელებისა და მთაწმინდის რაიონში, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიასთან არსებული ტანვარჯიშის სახეობათა ოლიმპიური მზადების ბაზისთვის სპორტულ ტანვარჯიშში პირველი ოლიმპიური ჩემპიონის, დამსახურებული მწვრთნელის, მედეა ჯუღელის სახელის მინიჭების საკითხს.
აღნიშნულ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე უყრიან კენჭს.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2025საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
დეკემბერი 13,2024საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024