სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წარმომადგენლებმა ხეივნის დასახლების მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს, დასახლებაში მდებარე გზათა ქსელები დაათვალიერეს და ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებები მოისმინეს.
,,საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2018 წლის განმავლობაში ხეივნის დასახლებაში არაერთი ქუჩის სახელდება განვახორციელეთ, მოსახლეობის მიერ კომისიაში შემოსულია განცხადება დასახლებაში დარჩენილი ორი უსახელო ქუჩის სახელდებასთან დაკავშირებით, რომელიც უახლოეს პერიოდში მომზადდება და კომისიის სხდომაზე განსახილვევლად იქნება წარდგენილი. მომავალი წლიდან ყველა ქუჩაზე დავიწყებთ სამისამართო აბრების სისტემურად განთავსების პროცესს,"- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
შეხვედრას თბილისის საკრებულოს სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი ქეთევან მამულაშვილი ესწრებოდა.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2025საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024