თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე, თინათინ ნიბლოშვილი სოფელ დიდ ლილოში სამისამართე აბრების დამონტაჟების პროცესს დაესწრო.
აღნიშნულ დასახლებაში აბრების დამონტაჟების პროცესი დღეს დასრულდა, რის შემდეგაც პროცესი თბილისის სხვადასხვა ქუჩებზე გაგრძელდება.
„სოფელ დიდ ლილოში სამი ათასამდე მოსახლე ცხოვრობს და აღნიშნულ ტერიტორიაზე სამისამართე აბრები არასოდეს ყოფილა განთავსებული. შესაბამისად, ჰქონდათ ძალიან ბევრი პრობლემა, ვერ აგნებდა საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარების მანქანა, სახანძრო და ა.შ. უამრავი წერილი შემოდიოდა სახელდების კომისიაშიც და ვფიქრობთ, რომ დღეს ძალიან კარგი საქმე გავაკეთეთ“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
მისივე თქმით, თბილისში სამისამართე აბრების განსათავსებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან ხუთასი ათასი ლარია გამოყოფილი და ამ თანხით აბრები დაახლოებით ცამეტი ათას ქუჩაზე განთავსდება.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2025საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024