თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ განაცხადა, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 1 438 775,2 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 133 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
სახელდებისა და კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ კომისიის მიერ, ბიუჯეტის პროექტის დამუშავებისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კეთილმოწყობის საქალაქო ღონისძიებებზე, სადაც საუბარია ქუჩების ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების მონტაჟისთვის გამოყოფილ თანხებზე. ხსენებული სამუშაოებისთვის წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებულია 500 ათასი ლარი.
კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ 2022 წელის წინა წლების ფასებთან შედარებით, ერთეული აბრის შესყიდვის და მონტაჟის ღირებულებამ მოიმატა. ფასთა სხვაობა სავარაუდოდ 2023 წელსაც გაგრძელდება. დღეის მდგომარეობით, ერთი ერთეული აბრის დამონტაჟების ღირებულება 76 ლარს შეადგენს. ხსენებული სხვაობის დასაკომპენსირებლად არსებობს 150 000 ლარიანი საჭიროება.
კომისიამ გასცა რეკომენდაცია მისამართის აღმნიშვნელი აბრების დამზადების მიმართულებით გათვალისწინებული 500 000 ლარი გაიზარდოს 150 000 ლარით. რეკომენდაცია მერიის შესაბამის სამსახურებს გაეგზავნება.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023