თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის მუშაობის ერთი წლის ანგარიში წარადგინეს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა განაცხადა, 2021 წელს დედაქალაქის 55 ქუჩა დამისამართდა, გაიხსნა ოთხი ქუჩა და ერთი სკვერი, მათ შორის ოკუპაციასთან მებრძოლი იუნკერების ქუჩა და ბულგარეთის დედაქალაქის სოფიას სახელობის სკვერი.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ შეხვედრები გამართა რამდენიმე ქვეყნის ელჩებთან, აქტიურად თანამშრომლობდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურთან. გარდა ამისა, მიმდინარე წელს განთავსდა 442 სამისამართო აბრა და 74 დგარიანი სამისამართო აბრა.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა აღნიშნა, რომ ეს არის მეექვსე მოწვევის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ამ შემადგენლობის ბოლო სხდომა. მან კომისიის წევრებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2025საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024