თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის, ახალი, მეშვიდე მოწვევის შემადგენლობის პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა. ნინო ვარდოსანიძე კომისიის წევრებს მიესალმა და იმედი გამოთქვა, რომ კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი და საქმიანი თანამშრომლობა შედგება.
„დღეს გვქონდა კომისიის პირველი სხდომა და გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, სადაც კომისიის წევრებს კომისიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გავაცანი. ასევე, ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომლებზეც კომისია უახლოეს პერიოდში საჯარო განხილვას ჩაატარებს. გარდა ამისა, დღის წესრიგში გვაქვს რამდენიმე ღონისძიების ჩატარება, რაზეც კოლეგებს ინფორმაცია მივაწოდე. ვფიქრობ, ნაყოფიერი თანამშრომლობით, მომავალში ბევრ სასიკეთო პროექტს განვახორციელებთ“ - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
კომისიის წევრებმა რამდენიმე ინიციატივა განიხილეს და სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობაზეც იმსჯელეს.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2025საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024