თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ხელმძღვანელმა ლია ჯახველაძემ შვედეთისა და საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
შეხვედრაზე, რომლის მიზანი ორ ქვეყნას შორის ქუჩების სახელდებასთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარება იყო, მხარეებმა შესაბამისი უწყებების მუშაობის სტრუქტურაზე, ქუჩების სახელდების და სამისამართო აბრების დიზაინის შერჩევის პროცედურებზე დეტალურად ისაუბრეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო შეკითხვას გაეცა პასუხი.
კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ შვედეთის დელეგაციას კონკურსის წესით შერჩეული ახალი სამისამართო აბრები წარმოუდგინა.
სტუმრები ქართულ მხარეს შვედეთში არსებული ქუჩების სახელდებასთან დაკავშირებული ნორმატიული და პროცედურული მასალის მიწოდებას დაპირდნენ და სამომავლოდ, მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2025საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
დეკემბერი 13,2024საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024