თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დიღმის მასივში მდებარე სკვერისათვის სლოვაკეთის დედაქალაქის ბრატისლავას სახელის მნიჭების შესახებ იმსჯელეს.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ განაცხადა, აღნიშნული ინიციატივით კომისიას საქართველოში სლოვაკეთის ელჩმა რუდოლფ მიხალკამ მიმართა.
,,კომისიის წევრებმა მერიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებში მდებარე უსახელო სკვერები დავათვალიერეთ და საბოლოოდ დიდუბის რაიონში, დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის გვერდით არსებული ტერიტორია შევარჩიეთ “,- განაცხადა ლია ჯახველაძემ.
წარმოდგენილ საკითხს, რომელსაც ლია ჯახველაძე დეპუტატებს დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს, კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2025საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
დეკემბერი 13,2024საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024