თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა სამისამართო აბრების დამონტაჟების თაობაზე იმსჯელეს და საკითხთან დაკავშირებით არსებული შენიშვნები და წინადადებები განიხილეს.
ლია ჯახველაძის განცხადებით, მსგავსი სამუშაო შეხვედრები, რომელზეც დეპუტატები უკვე დამონტაჟებული აბრებისა და შესრულებული ვალდებულებების შესახებ იმსჯელებენ, კვლავაც გაგრძელდება.
სხდომას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, კომისიის წევრებთან ერთად მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი მალანია და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2025საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
დეკემბერი 13,2024საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024