დედაქალაქის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ორგანიზებით, დღეს წარმომადგენლობითი ორგანოს სარდაფში თბილისის ისტორიული აბრების გამოფენა გაიმართა.
გამოფენაზე მე-19 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული 2017 წლამდე სამისამართე აბრების ნიმუშები იყო წარმოდგენილი. აბრების დიდი ნაწილი თბილისის ისტორიის მუზეუმმა შემოინახა. შედარებით ახალი პერიოდის აბრები კი სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ მოიძია.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის თქმით, გამოფენის მიზანი თბილისის, როგორც უძველესი კულტურის მქონე ქალაქის, კიდევ ერთხელ წარმოჩენა იყო.
ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2025საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024