თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა ისნის რაიონის მაჟორიტარ წევრთან ნინო ლაცაბიძესთან ერთად ე.წ. სამხედრო დასახლებაში მდებარე გზების ქსელები დაათვალიერა და ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებები მოისმინა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ადგილობრივი მცხოვრებლებს უმისამართობა ისეთი სასიცოცხლო სერვისებით სარგებლობის პრობლემას უქმნის, როგორიცაა პირადობის მოწმობებში ზუსტი მონაცემების შეტანა, სამაშველო, სასწრაფო და საპატრულო სერვისებით სარგებლობა და სხვადასხვა ინსფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
თინათინ ნიბლოშვილის თქმით, ქუჩების სახელდების პროცესი მალე დაიწყება და აღნიშნული პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება.
,,ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრი ნინო ლაცაბიძე მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიაში შესაბამის განცხადებას უახლოეს დღეებში დაარეგისტრირებს, რის შემდეგაც კომისია საქმისწარმოების პროცესს დაიწყებს და ქუჩების სახელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება’’,-განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2025საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024