თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, ჯაბა ჯიშკარიანთან ერთად, ოქროყანაში, თბილისის ქუჩაზე სამისამართე აბრების გაკვრაში მონაწილეობა მიიღო.
თინათინ ნიბლოშვილის თქმით, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას მოქალაქეები უკავშირდებოდნენ და აღნიშნულ მისამართზე აბრების განთავსებას ითხოვდნენ. მისივე განმარტებით, ოქროყანაში 30 ქუჩა, ჩიხი და შესახვევი სამისამართე აბრის გარეშეა.
„სამისამართე აბრების არარსებობის გამო მოქალაქეებს ბევრი პრობლემა ჰქონდათ, ვერ იძახებდნენ სამედიცინო დახმარებას, პოლიციას, სახანძროს და ა.შ. ვეცდებით, როგორც თბილისში, ასევე შემოერთებულ ტერიტორიებზე აბრების დამონტაჟება რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
მისივე თქმით, თბილისში სამისამართე აბრების განსათავსებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან ხუთასი ათასი ლარია გამოყოფილი და ამ თანხით აბრები დაახლოებით ცამეტი ათას ქუჩაზე განთავსდება.
აბრების დამონტაჟების პროცესს თბილისის მერი, კახა კალაძე, მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი, მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე და საქართველოს პარლამენტის მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი დაესწრნენ.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2025საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024