თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წარმომადგენლებმა ისნის რაიონში, ელიას მთის ქუჩის მოსახლეობას საკრებულოს მიერ გამოცემული ქუჩის სახელდების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცეს. კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, მოსახლეობას უკვე შეუძლია საჯარო რეესტრს მისამართის მინიჭების თხოვნით მიმართონ და სახელმწიფო სერვისებით ისარგებლონ.
„ელიას მთის ტერიტორიაზე, ახლადწარმოქმნილი დასახლებიდან მოგვმართეს და ქუჩის სახელდება მოითხოვეს. კომისიამ საკითხი შეისწავლა და საკრებულოს განკარგულებით, ამ დასახლებას ელიას მთის სახელი მიენიჭა. მოსახლეობას ამ დრომდე კონკრეტული მისამართი არ ჰქონდა, შეუძლებელი იყო პასუხის ფოსტით გაგზავნა, ამიტომ გადავწყვიტეთ მოვსულიყავით და ჩვენი თანამოქალაქეებისთვის განკარგულებები სახლებში მოგვეტანა. ამიერიდან ელიას მთის ქუჩაზე მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს აიღოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიიღოს ფოსტა, შეუფერხებლად ისარგებლოს სასწრაფო, სამაშველო, საპატრულო პოლიციის მომსახურებით და სხვა სერვისებით,“ - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2025საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
დეკემბერი 13,2024საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024