თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი უსახელო ქუჩების მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
დღეს, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წარმომადგენლები, მუხიანში, ავჭალა 1-ის დასახლებაში იმყოფებოდნენ. აღნიშნული ტერიტორია ათეულობით წელია განაშენიანებულია, თუმცა ამ დრომდე დასახლებაში არსებული ქუჩის სახელდება არ მომხდარა, რაც მოსახლეობას სირთულეების წინაშე აყენებს.
კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, აღნიშნული საკითხი, კომისიის ძალისხმევით, უახლოეს მომავალში მოგვარდება. მისივე თქმით, ავჭალა-1-ის დასახლებაში მცხოვრებმა 40-მდე ოჯახმა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას განცხადებით მიმართა და ქუჩის სახელდება მოითხოვა.
„ეს ადამიანები უკვე მრავალი წელია უსახელო ქუჩაზე ცხოვრობენ. დღეს მდგომარეობას ადგილზე გავეცანით. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში აღნიშნულ ქუჩას სახელი მიენიჭება, რითიც მოსახლეობის პრობლემები, რასაც ისინი ამ საკითხის მოუწესრიგებლობის გამო აწყდებიან, აღმოიფხვრება“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2025საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024