თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, თამარ ტალიაშილი მენტალური არითმეტიკის სისტემის კონცეფციის (UCMAS) წარმომადგენელს, საჰარ ჰარბს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ- კომისიის წევრი, გულია გოცირიძე და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, UCMAS-ის პროგრამა აღიარებულია მისი მიდგომითა და აქტიური სწავლა-სწავლების მეთოდით, რომელიც ისეთი კოგნიტური უნარების განვითარებას გულისხმობს, როგორიცაა კონცენტრაცია, დაკვირვება, მეხსიერება, წარმოსახვა და კრეატიულობა, შედეგად ბავშვი აღწევს განსჯის, ათვისების, მსჯელობისა და თავდაჯერებულობის თვისებებს. პროგრამა, რომელიც 4-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, 1993 წელს შემუშავდა და დღეისთვის 80 ქვეყანას მოიცავს.
UCMAS- ს პროგრამა არაფორმალური განათლების მიმართულებაა და გულისხმობს თამაშისა და გართობის გზით სწავლებას, რომელიც მორგებულია ინკლუზიურ განათლებაზე, განსაკუთრებით იმპლანტჩანერგილი და მხედველობადაქვეითებული ბავშვებისთვის.
შეხვედრაზე საბავშვო ბაგა-ბაღების სწავლების არსებულ მეთოდოლოგიაში აღნიშნული პროგრამის საპილოტედ ინტეგრირებისა და არსებული კადრების გადამზადების შესაძლებლობეზე იმსჯელეს.