თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ლია ჯახველაძე სამგორის რაიონში მდებარე N128 საზაფხულო ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ
ლია ჯახველაძემ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს სააღმზრდელო წლის დასრულება მიულოცა და მომავალში წარმატება უსურვა.
თამარ ტალიაშვილის ინფორმაციით, საზაფხულო ბაგა-ბაღების პროგრამის გაუმჯობესებული სერვისით, რომელიც უკვე 40 საბავშვო ბაგა-ბაღში ხორციელდება, წელს უპრეცენდენტოდ დიდმა რაოდენობამ - 13 000 ოჯახმა ისარგებლა.
თბილისის მერიის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ საზაფხულო ბაგა-ბაღები ადგილმდებარეობის, შენობისა და კეთილმოწყობილი ეზოების გათვალისწინებით შეარჩია და ისინი თბილისის ყველა რაიონში ფუნქციონირებენ.
საზაფხულო ბაღებში ბავშვებს განსხვავებული დღის რეჟიმი და მენიუ აქვთ, მათი კვების რაციონი გამდიდრებულია ხილით, ბოსტნეულითა და ნატურალური რძის პროდუქტებით.
საზაფხულო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ორშაბათს, 31 ივლისს დასრულდება.