თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ,განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე კონფერენციას სახელწოდებით ,, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა“ დაესწრნენ.
ღონისძიებაზე მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც დეტალურად იყო წარმოდგენილი 2 წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები.
კონფერენცია, რომელიც იუნისეფის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო, სასტუმროში ,,ჰოლიდეი ინ’’ გაიმართა და მას ცენტრალური და აღმასრულებელი ხელისუფლების , ასევე არასამთავრობო ორგანიაზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ოჯახებს სწავლობს.