დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ და წარმომადგენლობითი ორგანოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა დედაქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან თემურ თორდინავასთან ერთად N112 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ბაღის შენობა დაათვალიერეს და პედაგოგებსა და ბავშვების მშობლებს შეხვდნენ.
ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე N112 სავაბშვო ბაგა- ბაღს მიმდინარე წლის ზაფხულში შიდა სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. გარემონტდა 7 ჯგუფი, დერეფნები და სველი წერტილები, ასევე შეკეთდა შენობის ფასადი, ეზოში დაიგო ასფალტის საფარი და მოეწყო სპორტულ-გასართობი მოედანი.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები წელს თბილისის 103 საბავშვო ბაღში განხორციელდა.