თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის’’ თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი, ყაზახეთის მენეჯმენტის, ეკონომიკისა და სტრატეგიული კვლევების ინტიტუტის დამფუძნებელს, პროფესორ ჰომი მოტამედის შეხვდა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა რისკების მართვის სწავლების სფეროში ინვესტირება და სამაგისტრო პროგრამისა თუ სასწავლო ცენტრის საქართველოში დაფუძნების პერსპექტივის განხილვა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდისათვის უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური, ეკოლოგიური, ფინანსური და სხვა რისკების ეფექტური იდენტიფიცირება და მართვა.
ამ მხრივ, რისკების მართვისა და სადაზღვევო სფეროების პროფესიონალებს დიდი როლი აკისრიათ ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარებაში, შესაბამისად სასურველია ამ სასწავლო დისციპლინების განვითარებაზე ზრუნვა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიის - ,,სი-აი-ეს’’ - წარმომადგენლები, თამარ მოშიაშვილი და ჰანნანი ბენ მოშე.