თბილისის საკრებულოში გამართულ განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,თბილისის მედიათეკების’’ ლიკვიდაციის თაობაზე იმსჯელეს.
საკითხის განხილვის აუცილებლობა, მიმდინარე წლის აპრილში, თბილისის მთავრობის მიერ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ დაფუძნებამ განაპირობა.
პროცესი, რომლის მიზანიც ყველა ინტერესისა და ასაკის თანამედროვე მკითხველზე მორგებული თანამედროვე ბიბლიოთეკებისა და მულტიფუნქციური სივრცეების შექმნაა, თბილისის ბიბლიოთეკების რეორგანიზებისა და მოდერნიზების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.
საკითხის ირგვლივ დამატებითი ინფორმაცია კომისიის წევრებს მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილმა მიაწოდა და დეპუტატების კითხვებს ამომწურავად უპასუხა.
დეპუტატებმა აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.