თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი გვილავას კანდიდატურა განიხილეს.
როგორც განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, ირაკლი გვილავას საკრებულოში კარგად იცნობენ. ის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო, ამჟამად კი მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში მუშაობს.
„მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ერთ-ერთი გამორჩეული სამსახურია, რომელიც მაქსიმალურად არის ჩართული ყველა პროექტში,“- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
კომისიის წევრებმა ირაკლი გვილავას კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.