თბილისის საკრებულოში გამართულ განათლებისა და კულტურის, ასევე სახელდებისა და სიმბოლიკის გაერთიანებული კომისიების სხდომაზე დედაქალაქის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურების შერწყმის თაობაზე იმსჯელეს. დღესვე სხდომაზე კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულება და საშტატო ნუსხაც განიხილეს.
გარდა ამისა, დეპუტატებმა თბილისის რაიონული გამგეობების ტიპური დებულებისა და შესაბამისი საშტატო ნუსხის დამტკიცებას დაუჭირეს მხარი.
დღესვე ორი კომისიის წევრებმა თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დებულების და აღნიშნული სამსახურის საშტატო ნუსხის დამტკიცებას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.
თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის, მემორიალური დაფა გაიხსნა
მაისი 23,2024გიორგი ტყემალაძე: „თბილისისა და პრაღის ურთიერთთანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება შედეგიანი იქნება“
მარტი 20,2024ქეთევან დედოფლის გამზირზე ნუმერაცია და სამისამართე აბრების მონტაჟი განხორციელდება
თებერვალი 18,2022