საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, კახაბერ ლაბუჩიძე საქართველოში ინტერნაციონალური მაარიფის სკოლების ახალი სასწავლო კამპუსის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო.
,,ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები" საქართველოში თურქეთის სახელმწიფოს ეგიდით მაარიფის საერთაშორისო ფონდის ბაზაზე დაარსდა.
აღნიშნული ფონდი საგანმანათლებლო საქმიანობას 67 ქვეყანაში ეწევა, საქართველოში კი მაარიფის ფონდმა თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი სკოლა გახსნა.
საზეიმო ცერემონიისა და ლენტის გაჭრის შემდეგ სტუმრებს დაგეგმილი პროექტები მაარიფის ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში - ალი სედათ ასლანმა გააცნო.
ახალი სასწავლო კამპუსის გახსნის ცერემონიას პარლამენტის წევრი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ბექა ოდიშარია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე - ნოდარ პაპუკაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში - გია მურღულია, თურქეთისა და თბილისის მერიის, საელჩოების, საერთაშორისო ფონდების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.