თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და დედაქალაქის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე კავკასიის უნივერსიტეტში აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“ მიერ მომზადებული თვითმასწავლებელი სამგალობლო კრებულების პრეზენტაციას დაესწრნენ.
ღონისძიებაზე სიტყვით ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე გამოვიდა, რომლის თქმითაც, სამგალობლო კრებულების გამოცემა უმნიშვნელოვანესი საქმეა. კრებული მიზნად ისახავს პედაგოგის გარეშე მყოფი და რთული რელიეფის მქონე ადგილებში გალობის შესწავლის ხელმისაწვდომობას.
თვითმასწავლებელი სამგალობლო კრებულების მომზადება მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის, ლოცვა-კურთხევით დაიწყო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსებით გამოიცა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრი თეა გაბელია, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, საპატრიარქოს და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.