თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარესთან სევდია უგრეხელიძესთან ერთად ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში მხატვრის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საღამოს „ელენე ახვლედიანი დღეს“ დაესწრო.
თამარ ტალიაშვილმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ელენე ახვლედიანის შემოქმედების უნიკალურობისა და ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილის შესახებ ისაუბრა.
ღონისძიებზე ა. ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიისა და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა თბილისის მერიის სულიკო ვირსალაძის სახელობის N1 სამხატვრო ხელოვნების სკოლის მოსწავლეებთან ერთად თბილისის თემაზე შექმნილი ფოტოექსპოზიცია წარმოადგინეს.
საღამოს, რომელსაც მუსიკალურად თბილისის მერიის ბიგ-ბენდის მუსიკოსი ოთარ მაღრაძე აფორმებდა, საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.
ღონისძიება ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერიისა და თბილისის მუნიციპალური მთავარი ბიბლიოთეკის ლიტერატურული სალონის „საგულისონის“ ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მოეწყო.