თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც სსიპ თბილისის 150-ე საჯარო სკოლისათვის ალექსანდრე ცინცაძის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს.
საკითხი სკოლის დირექციისა და სამეურვეო საბჭოს მიერ იქნა ინიცირებული.
როგორც განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, კომისია სკოლისათვის სახელგანთქმული პედაგოგის ალექსანდრე ცინცაძის სახელის მინიჭებას მიესალმება.
დეპუტატებმა იმსჯელეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად, სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამატებითი მასალების წარმოდგენისა და დოკუმენტაციაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების შემდეგ, საკითხის განხილვა საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მოხდება.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები, თბილისის 150-ე საჯარო სკოლის დირექტორი ირაკლი მექვრევიშვილი, ამავე სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო ფხაკაძე, ალექსანდრე ცინცაძის შვილიშვილი - დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.