თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი პოეტებსა და პროზაიკოსებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი საკრებულოს ინიციატივით გამოცხადებული ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის - „თბილისი“ პოპულარიზაცია და მასში მწერლების ჩართულობის მაქსიმალური უზრუნველყოფაა.
თამარ ტალიაშვილმა კონკურსის პირობებზე, მნიშვნელობასა და ნომინაციების მრავალფეროვნებაზე დეტალურად ისაუბრა და მწერლებს კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
დღესვე დეპუტატმა დამსწრე საზოგადოებას ჟურნალის „ცისკარი“ სპეციალური გამოშვების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მასში ჟიურის მიერ 2015 წელს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის გამორჩეული ნაწარმოებებია დაბეჭდილი.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც მწერლების მიერ დასმულ შეკითხვებს თამარ ტალიაშვილმა ამომწურავად უპასუხა.