თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე უკვე მეორე წელია აღინიშნება.
ამ თარიღთან დაკავშირებით თამარ ტალიაშვილი ფოტოჟურნალისტ გოგა ჩანადირთან თბილისის N7 ბაგა-ბაღს ესტუმრა და აღსაზრდელებს საჩუქრად საბავშვო წიგნები გადასცა.
დეპუტატმა და გოგა ჩანადირმა ბავშვებს საბავშვო მოთხრობები წაუკითხეს და ამასთან, განათლებისა და წიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
“წიგნიერი ადამიანისთვის ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევა უფრო ადვილია. აუცილებელია, რომ ბავშვებმა წიგნის სიყვარული პატარა ასაკიდანვე ისწავლონ. დღევანდელ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ბაგა-ბაღში ფოტოჟურნალისტის გოგა ჩანადირის სტუმრობამაც შესძინა, რადგან გოგა წიგნიერების პოპულარიზაციის დიდი ხელშემწყობი და ასევე მრავალი საინტერესო ინიციატივის ავტორია”, -განცხადა თამარ ტალიაშვილმა.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავს.