თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა, საკრებულოს დეპუტატმა ზაზა კოლელიშვილმა, კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მაკა ნასრაშვილმა, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელმძღვანელმა ზურაბ წერეთელმა, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ბიზნეს სტიმულირების და ინვესტორთა ხელშეწყობის განყოფილების უფროსმა გიორგი ებანოიძემ და დედაქალაქის მერიაში ხელოვან და ინდოეთის ზედა პარლამენტის წევრთან ჰემა მალინთან და პირველი საერთაშორისო კონფერენციის „ქალი და ხელოვნება ეკონომიკის განვითარებისათვის“ ორგანიზატორებთან შეხვედრა გამართეს .
დღევანდელი შეხვედრა პირველი საერთაშორისო კონფერენციის "ქალი და ხელოვნება ეკონომიკის განვითარებისათვის“ ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ინდოეთს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების საკითხებსა და პოლიტიკოსის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს შეეხებოდა.
კონფერენცია "ქალი და ხელოვნება ეკონომიკის განვითარებისათვის“ 21 მაისს სასტუმრო „რუმს თბილისში“ ჩატარდება და სიტყვით სხვა გამომსველებთან ერთად განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი გამოვა.