თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა მოქალაქეებისთვის მიღება გამართა. დეპუტატი მათ დღეს წარმომადგენლობით ორგანოში შეხვდა.
,,დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გავმართე მოქალაქეებთან. გავეცანი მათ პრობლემებს და ასევე, საინტერესო ინიციატივებს. ჩემთვის, პირადად, მოქალაქეთა მიღება და მათთვის კომპეტენციის ფარგლებში დახმარების გაწევა, არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი,’’ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.