თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, თამარ ტალიაშვილი თბილისის საკრებულოში მოქალაქეებს შეხვდა. „მოქალაქეებთან შეხვედრა, საინტერესო კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვა და პრობლემების იდენტიფიცირება - ეს არის ჩემი, როგორც დეპუტატის სამუშაო ფორმატი და დღის წესრიგი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ჩართულობით, მათთვის საინტერესო საკითხებისა და ინიციატივების განხილვა,“ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
შეხვედრაზე განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ მოქალაქეებს კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაცია გაუწია და სამომავლო პროექტები განიხილს. თამარ ტალიაშვილი ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს თბილისის საკრებულოში სისტემატიურად ხვდება.