თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი მოქალაქეების მიღებას განაგრძობს.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ინდივიდუალურ ფორმატში წარიმართა, თამარ ტალიაშვილი მოქალაქეების პრობლემებს გაეცნო და მათ დახმარებას დაპირდა. დეპუტატმა რამდენიმე მოქალაქეს კონსულტაცია ადგილზე გაუწია.
“ჩემთვის, როგორც არჩეული დეპუტატისთვის, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის, კომპეტენციის ფარგლებში დახმარების გაწევა. შეხვედრაზე არსებული პრობლემების გარდა მოვისმინე ძალიან საინტერესო ინიციატივებიც“,- გამაცხადა თამარ ტალიაშვილმა.