თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობს.
მოქალაქეებთან ინდივიდუალურ შეხვედრებზე დეპუტატმა კომისიაში შემოსული განცხადებები და თითოეულისთვის აქტუალური პრობლემური საკითხი პირადად განიხილა. საკითხები სხვადასხვა თემატიკისაა, მათ შორის, სოციალური და კულტურულ-საგანმანათლებლო.
თამარ ტალიაშილმა მოქალაქეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარების აღმოჩენას გონივრულ ვადებში დაჰპირდა.
საკრებულოს დეპუტატი მოქალაქეებთან აღნიშნული ფორმატის შეხვედრებს მომავალშიც განაგრძობს.