თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა საკრებულოში მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა.
დეპუტატმა მოქალაქეებთან ინდივიდუალურ შეხვედრებზე განიხილა თითოეულისთვის აქტუალური და პრობლემური საკითხები. თამარ ტალიაშვილმა მოქალაქეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარების აღმოჩენას დაჰპირდა.
საკრებულოს წევრის განცხადებით, შეხვედრის ძირითად თემას, როგორც სოციალური, ასევე მოქალაქეთა მიერ მომავალში დაგეგმილი კულტურულ-საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ინიციატივები წარმოადგენდა.
თამარ ტალიაშვილი, როგორც საკრებულოს დეპუტატი, პერმანენტულად ხვდება ნებისმიერ შეხვედრის მსურველ მოქალაქეს და აღნიშნული ფორმატის შეხვედრებს მომავალშიც განაგრძობს.