თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი თბილისის მოქალაქეებთან შეხვედრებს კვლავაც განაგრძობს.
შეხვედრაზე დეპუტატი მოქალაქეთა საჭიროებებსა და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს ინდივიდუალურად განიხილავს.
„შეხვედრებზე ერთობლივად ვმსჯელობთ საინტერესო კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებისა და მათთვის პრობლემური საკითხების თაობაზე. მჯერა, რომ სახელმწიფო მაშინ არის წარმატებული, როცა კავშირი მოქალაქესთან ძლიერია, შესაბამისად, მოქალაქეებთან შეხვედრები არის ჩემი, როგორც დეპუტატის სამუშაო ფორმატი,” – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
შეხვედრაზე განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ მოქალაქეებს კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაცია გაუწია და სამომავლო პროექტები განიხილა.
თამარ ტალიაშვილი ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს თბილისის საკრებულოში სისტემატიურად ხვდება.